in

ჩვენს შემდეგ ტურნირის ყველაზე ძლიერ გუნდს ვეთამაშებით: მატჩისწინა კომენტარები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ 2022 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატს” იწყებს.

“ბორჯღალოსნები” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პორტუგალიას დაუპირისპერდებიან. დღეს, ჩვენმა გუნდმა სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მედიისთვის კომენტარები გააკეთეს.

“ტრავმებმა და კოვიდმა გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა და მოსამზადებელ პერიოდში რამდენჯერმე მოგვიწია გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილების შეტანა. კოტე მიქაუტაძეს მხრის ტრავმა აქვს და მისი დანაკლისი რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული, რამეთუ მოგეხსენებათ მეორე ხაზი ესაა პოზიცია, სადაც გვაქვს პრობლემები მოთამაშეთა სიღრმესთან დაკავშირებით. იგივეს ვიტყვი ნინიაშვილსა და სხვა მორაგბეებზე.
მიუხედავად ამისა, ეს გუნდი მზადაა ხვალ მოედანზე გასასვლელად და სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად. პორტუგალია ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი გუნდი და ეს მათ ნოემბერში იაპონიასთანაც დაამტკიცეს. ის, რომ მატჩის აშკარა ფავორიტები ვართ და მთლიანად ტურნირისაც, რთულია, რადგან ჩვენს წინააღმდეგ ყველა გუნდი გაორმაგებული მოტივაციით გამოდის, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იქნება მივყვეთ ჩვენს სათამაშო გეგმას”, – თქვა ლევან მაისაშვილმა.

“მე ვიტყოდი, რომ ჩვენს შემდეგ პორტუგალია ამ ტურნირის ყველაზე ძლიერი გუნდია, რაც მათ ნოემბრის ტესტებზეც დაამტკიცეს. ვნახეთ, მათი ამბიციური კომენტარები და ეს კიდევ უფრო გვიორმაგებს მოტივაციას”, – თქვა მერაბ შარიქაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს კრიშტიანოს დაბადების დღეა, ის 37 წლის გახდა: ნეიმარი 30

საბა ქუმარიტაშვილი ორი დაშვების შემდეგ 31-ეა