ევრობასკეტის ფინალური წყვილი ცნობილია: ესპანეთი – საფრანგეთი. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტები ერთმანეთის მიყოლებით გავარდნენ, საბოლოოდ მაინც კლასიკური წყვილი მივიღეთ.
ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორი, პოლონეთი, რომელმაც თვით დონჩიჩის სლოვენია გააგდო, საერთოდ ვერაფერს გახდა ნახევარფინალში საფრანგეთთან და ეს შეხვედრა ფორმალობად იქცა. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში სხვაობა 41 ქულამდე ავიდა. ასეთი რამ უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს.
მოკლედ, ფრანგებს ფინალისთვის უფრო მსუბუქი ვარჯიში გამოუვიდათ, ვიდრე მორიგი თამაში.
პოლონეთი – საფრანგეთი 54:95
(9:15, 9:19, 18:30, 18:31)
ცხადია სერიოზული ბრძოლის გადატანა მოუწია მეორე ფინალისტს, ესპანეთს, რომელიც მასპინძელ და საკმაოდ ძლიერ გერმანიას შეხვდა. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამამდე გაურკვეველი რჩებოდა.
პირველი ტაიმი გერმანიამ 5 ქულით მოიგო. კვლავ შეუდარებელი იყო გერმანელთა ლიდერი დენის შრიოდერი, მან 30 ქულა და 8 პასი მიითვალა. ესპანელთაგან პასუხი ლორენცო ბრაუნმა გასცა – 29 ქულა.
გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ესპანელებმა 11 ქულით მოიგეს და თბილისის ჯგუფის გამარჯვებულებმა ფინალის საგზურიც მოიპოვეს.
გერმანია – ესპანეთი 91:96
(24:27, 27:19, 20:19, 20:31)
გერმანია: შრიოდერი (30 ქ, 8პ), ობსტი (15 ქ, 5 მ), ვაგნერი (15 ქ), ტეისი (10 ქ), ლო (6 ქ), ტიემანი (6 ქ), ვეილერ-ბაბი (4 ქ), ვოიტმანი (2 ქ)
ესპანეთი: ბრაუნი (29 ქ, 6პ), ვ. ერნანგომესი (14 ქ), ხ. ერნანგომესი (11 ქ), დიაზი (10 ქ), ლოპეს-აროსტეგი (7 ქ, 6მ), რ. ფერნანდესი (6 ქ, 6 მ), ბრიზუელა (5 ქ), გარუბა (4 ქ, 5 მ), პრადილია (4 ქ), საიზი (2 ქ)
18 სექტემბერი
მატჩი მესამე ადგილისთვის
გერმანია – პოლონეთი (19:15 სთ)
ფინალი
ესპანეთი – საფრანგეთი (22:30 სთ)
GIPHY App Key not set. Please check settings