არცთუ წარმატებული და შედეგიანი იყო გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის.
შაბათის თამაშების შესახებ აქ წაიკითხეთ:
ჩაკვეტაძის პირველი სრული მატჩი: ბუდუმ ისევ გაიტანა, ქვილითაიამ ვერა – ჩვენებს სიცხემ აუწია
მარტის სანაკრებო მატჩებს არცთუ კარგ ფორმაში ხვდება გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც 30 ნოემბრიდან მოყოლებული მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. მიქაუტაძის “სერენი” “ბრიუგესთან” 0:5 განადგურდა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გურამ გიორბელიძის დრეზდენის “დინამო” “ვერდერთან” 1:2 დამარცხდა. ქართველი განაპირა მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
პორტუგალიაში გიორგი აბურჯანიას “ჟილ ვისენტე” “ეშტორილს” უგოლოდ დაშორდა. აბურჯანიამ 88-ე წუთამდე ითამაშა.
შეუცვლელად ითამაშა ავსტრიის ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილმა, რომლის “ვოლფსბერგერმაც” “ლინცი” 1:0 დაამარცხა.
რუსეთის პრემიერლიგაში ზურიკო დავითაშვილის ტულას “არსენალი” “კრილია სოვეტოვს” დაუზავდა 2:2. ზურიკო 87-ე წუთზე შეცვალეს.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ნიკა კვეკვესკირის და ვაკო გვილიას “ლეხი” “რაკოვს” დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. კვეკვესკირი თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო. გვილია განაცხადშიც არ ყოფილა.
ოთარ კაკაბაძის “კრაკოვია” “გურნიკთან” 0:3 დამარცხდა. კაკაბაძემ 81-ე წუთამდე ითამაშა.
დანიის სუპერლიგაში დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენმა” რანდერსი” 3:0 დაამარცხა. ხოჭოლავა თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო.
აზერბაიჯანში ლუკა გუგეშაშვილის “ყარაბაღმა” პრინციპული მეტოქე “გაბალა” 5:1 გაანადგურა. გუგეშაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და ის ერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან გაუშვა.
სლოვაკეთში გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას “სლოვანმა” სტუმრად “ჟილინა” 3:2 დაამარცხა. ქართველი კაპიტნები ძირითადში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს. “სლოვანმა” ჩემპიონატში 23 ტურის შემდეგ 56 ქულა დააგროვა, 11 ქულიანი სხვაობით მიუღწეველია მდევართან და ნაადრევად გახდა ქვეყნის ჩემპიონი – ისტორიაში 26-ედ.
GIPHY App Key not set. Please check settings