in ,

ქალაქი სიტია – XXVIII ტური

მთავარი მატჩი სულ ბოლოს შედგა. მანჩესტერში ქალაქის ორი გუნდი წარდგა ერთმანეთის წინაშე. გარდა პრინციპული მნიშვნელობისა, შეხვედრას პრაგმატული მნიშვნელობაც ჰქონდა. „სიტის“ მდევრის გამო ქულების დაკარგვის უფლება დიდად არ აქვს, ხოლო „იუნაიტედი“ როგორმე მე-4 ადგილზე უნდა გავიდეს. მატჩის დაწყებამდე საკმაოდ ხნით ადრე გაირკვა, რომ მცირე ტრავმის გამო რონალდო არ იქნებოდა. რომც ყოფილიყო რთული სათქმელია რამეს შეცვლიდა თუ არა. “სიტიმ” უმალ გაიტანა გოლი (დე ბრიუნი), თუმცა სტუმარმა გუნდმა მალევე აღადგინა წონასწორობა (სანჩო). “სიტი” ისევ მალე დაწინაურდა და ისევ დე ბრუინმა შეაგდო. ტაიმიც ასე მორჩა და მეორე ნახევარი ინტერესს იწვევდა, თუმცა შეიძლება ითქვას, არ შედგა – “სიტიმ” აშკარად უპირატესობა მოიპოვა, ბურთი სულ თვითონ ჰქონდა და მატჩს ინტრიგა და აზრი დაუკარგა. მარეზის დუბლიც ლოგიკური იყო.

მართალია მარტივად არა, მაგრამ მორიგი თამაში მოიგო „ლივერპულმა“, რომელმაც შინ მანეს ერთდერთი გოლით გულის სიღრმეში ოთხეულისთვის მეოცნებე „ვესტ ჰემი“ დაამარცხა.

მე-4 ადგილის მშვენიერი შანსი აქვს და ალბათ სხვებზე უკეთესი „არსენალს“, რომელმაც გადარჩენისთვის მებრძოლ და წინა ტურში მანჩესტერიდან ქულაწამოღებულ „უოტფორდთან“ მოიგო და ულვე ოფიციალურად გადავიდა ჩემპიონთა ლიგის გამსვლელ ადგილზე.

რაღაც შეემთხვა „საუთჰემპტონს“. ბოლო დროს ეს გუნდი საოცარ შედეგებს დებდა და ახლა ამდენი მოგების შემდეგ ადგა და „ასტონ ვილასთან“ ერთბაშად 0:4 წააგო. ჯერარდის ბიჭებმა კი ზედიზედ მეორედ მოიგეს და თან ორივეჯერ მშრალად.

ბოლო 7 მანჩესტერულ დერბიში (ყველა ტურნირის ჩათვლით) პირველად გაიტანა ორივე გუნდმა გოლი.

ვირხილ ვან დეიკი „ენფილდზე“ 60 მატჩია არ აგებს. ეს პრემიერლიგის რეკორდია.

„ლივერპულმა“ ჩემპიონატში ზედიზედ 7 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 19:2.

კლოპი: „ლივერპულს“ უმართლებდა, მაგრამ არ შეიძლება ამდენი მატჩი მოიგო, დრო და დრო ბედი რომ არ გამოცადო“.

კოუტინიოს ჩემპიონატის 7 მატჩში გოლი+პასის სისტემით 6 (3+3) ქულა აქვს „ასტონ ვილაში“.

პრემიერლიგა – XXVIII ტური

ლესტერი – ლიდსი 1:0
ასტონ ვილა – საუთჰემპტონი 4:0
ბარნლი – ჩელსი 0:4
ნიუკასლი – ბრაიტონი 2:1
ნორვიჩი – ბრენტფორდი 1:3
ვულვერჰემპტონი – კრისტალ პალასი 0:2
ლივერპული – ვესტ ჰემი 1:0
უოტფორდი – არსენალი 2:3
სიტი – მანჩესტერი 4:1

ორშაბათი, 7 მარტი
ტოტენჰემი ევერტონი

1 მარტი
ბარნლი – ლესტერი 0:2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძის კარიერის რეკორდი: გოგას კარგი თამაში ინდიანას არ ეყო

ჩვენი კაპიტნები ჩემპიონები არიან: მიქაუტაძე სანაკრებო მატჩებს ცუდ ფორმაში ხვდება