in ,

ჩვენი ინფორმაცია ესპანურმა მედიამაც დაადასტურა: მამარდაშვილს ივნისში გამოისყიდიან და სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ

ესპანურ “ვალენსიას” თბილისის “დინამოდან” გიორგი მამარდაშვილის გამოსყიდვა, რომ გადაწყვეტილი აქვს ამის შესახებ უკვე გაუწყეთ და ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ გიორგის “ღამურები” ივნისში მილიონ ევროდ გამოისყიდიან.

ამჯერად, ქართველი მეკარის სატრანსფერო ამბების შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Plazadportivo წერს.

გამოცემა ჩვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, რომ “ვალენსია” მამარდაშვილს ივნისის თვეში მილიონ ევროდ გამოისყიდის და ქართველ მეკარეს კონტრაქტს 2025 წლამდე გაუფორმებს.

კონტრაქტი 3-წლიანი იქნება – ანუ მამარდაშვილი ვალენსიაში 2025 წლამდე დარჩება, ქართველი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა ჯერ 20 მილიონი ევრო იქნება, შემდეგ კი ყოველ წელს 5 მილიონი ევროთი მოიმატებს და 2025 წლისთვის მამარდაშვილი 30 მილიონი ევრო ეღირება, კონტრაქტის განახლების შემთხვევაში კი ფასი კვლავ გაიზრდება.

ეტაპობრივად გაიზრდება მამარდაშვილის ანაზღაურებაც ესპანურ კლუბში – ძირითადი შემადგენლობაში ყოველ მოხვედრაზე მამარდაშვილი პრემიას მიიღებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წლის სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დასახელდნენ

თიბილაშვილის ვერცხლის მედალი წლის საუკეთესო მომენტად დასახელდა