რამდენიმე დღის წინ, Sport4me.ge-მ ექსკლუზიურად გაუწყეთ, რომ “სამტრედიიდან” წამოსული გია ცეცაძე ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნებოდა. ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა და ქუთაისურმა კლუბმა ცეცაძე ოფიციალურად წარადგინა.
“მიხარია, რომ ასეთ გუნდში ვიწყებ მწვრთნელობას. საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბში ვიმუშავებ. მიმაჩნია, რომ ამ სამ ტურში ისეთ შედეგს დავაფიქსირებთ, რაც ახალ სეზონზე ფიქრის საშუალებას მოგვცემს. სამწუხაროდ, “ტორპედო” ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რასაც ნამდვილად არ იმსახურებს”, – განაცხადა კლუბის პრესსამსახურთან გია ცეცაძემ.
გია ცეცაძე სვხადასხვა დროს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა. სწორედ, მისი ხელმძღვანელობით შეძლო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა. “სამტრედიაში” პირველად მუშაობის პერიოდში კი, 47 წლის სპეციალისტმა იმერლებს დაარსებიდან 80 წლის თავზე პირველად მოაპოვებინა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.
გია ცეცაძ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მუშაობდა. ის კახი ცხადადაძის ასისტენტი იყო.
გია ცეცაძეს “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი 21 ნოემბერს ექნება. “ტორპედო” შინ… “სამტრედიას” დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings