in

ჩვენებურად დილით: როდის ითამაშებს საქართველო მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩებს

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე პროგრამა მინიმუმი შეასრულა და პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია, ახლა უფრო რთული ეტაპია – მეორე ჯგუფი და ბევრად ძლიერი გერმანია და ავსტრალია, ვიდრე პირველ ეტაპზე დამარცხებული კაბო ვერდე და ვენესუელა.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ცნობილი გახდა.

1 სექტემბერს საქართველო 12:30 საათზე ეთამაშება გერმანიის ნაკრებს, 3 სექტემბერს კი ავსტრალიას კიდევ უფრო ადრე – 11:30 საათზე.

საქართველოს ნაკრები K ჯგუფშია, სადაც პირველი ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით, 3-3 მოგებით ლიდერები არიან გერმანია და სლოვენია, ხოლო 2-2 მოგებით იწყებენ საქართველო და ავსტრალია.

K ჯგუფი

1 სექტემბერი. ავსტრალია – სლოვენია (16:10)
3 სექტემბერი. გერმანია – სლოვენია (15:10)

ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა.

საკალათბურთიო რეპორტაჟებს ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ. აი როგორია სატელევიზიო ბადე.

1 სექტემბერი

12:30 სთ – გერმანია-საქართველო
16:10 სთ – ავსტრალია-სლოვენია

3 სექტემბერი

11:30 სთ – საქართველო-ავსტრალია
15:10 სთ – გერმანია-სლოვენია
17:30 სთ – ესპანეთი-კანადა

ტელესკოლა

1 სექტემბერი

12:00 სთ – სერბეთი-იტალია
16:40 სთ – ლიეტუვა-საბერძნეთი

3 სექტემბერი

12:40 სთ – მონტენეგრო-საბერძნეთი
16:40 სთ – ლიეტუვა-აშშ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგის ყველა მონაწილე ცნობილია: წილისყრა დღესაა – ჩვენებიც არიან

ლოჩოშვილი დაბრუნდა და საუკეთესო იყო, გელაშვილი გადაიდო