in

ჩვენებმა კვიპროსელებს მოაგებინეს: სამი გოლი და ქართველები კონფერენს ლიგაზე – ვიდეო

კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების გარდა ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობენ.

კვიპროსის აპოელ-მა სწორედ ჩვენების, ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას გოლებით მოიგო, თანაც არც თუ სუსტ მეტოქესთან. ნიქოზიაში აპოელ-მა სერბული „ვოივოდინა“ დაძაბულ მატჩში 2:1 დაამარცხა.

32-ე წუთზე ანგარიში ქვილითაიამ გახსნა, 65-ე წუთზე კი კუთხურის შემდეგ ლაშა დვალმა ბურთი მუზლით შეისწორა და ნახევრად მაკრატელა დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.
ქვილითაია 86-ე წუთზე შეცვალეს.

თავი გამოიჩინა დავით ვოლკოვმა, რომლის „საბაჰშმა“ ლატვიაში „რიგასი“ 2:0 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა 56-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სომხური „ალაშკერტის“ შემადგენლობაში ითამაშა ლევან კუტალიამ (მე-60 წუთიდან), რომელიც საკუთარ მოედანზე უნგრულ „დებრეცენთან“ დამარცხდა. ხურციძე მეორე დამატებულ წუთზე შეცვალეს.

ნიკა კვეკვესკირი ტრავმის გამო ვერ დაეხმარა პოზნანის „ლეხს“, რომელმაც საკუთარ მოედანზე ლიეტუვის „კაუნო ჟალგირისს“ 3:1 მოუგო.

გაბრიელ სიგუას ახალი გუნდი „ბაზელი“ ყაზახურ „ტობოლს“ უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 1:3 წააგო. უნდა ითქვას, რომ მასპინძლებს ირი კაცი გაუგდეს და გოლებიც კაცნაკლულებნა გაუშვეს. სიგუას ევროთასებზე იმ შემთხვევაში მიეცემა თამაშის უფლება, თუ „ბაზელი“ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, მაგრამ ასეთი საშინაო წაგების მერე ეს ცოტა რთული იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სხვა გზა არ დაგვრჩენია: რატომ წააგო ტორპედომ და რას აპირებს ყაზახეთში

მესის ჰკითხეთ: ლეომ ყველა თანაგუნდელს კლუბის ფერებში გაწყობილი ყურსასმენები აჩუქა