უეფამ გამოაქვეყნა იმ არენების სია, რომლებიც მომდევნო სამ ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს.
2023 წლის ფინალი სტამბოლში „ათათურქის“ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სწორედ იქ, სადაც 2005 წელს „ლივერპულმა“ „მილანთან“ ზღაპრული ქამბექი შემოგვთავაზა. სტადიონზე 76 000 გულშემატკივარის დასწრებაა შესაძლებელი.
2024 წელს მასპინძელი დიდებული „უემბლი“ იქნება. ახალი “უემბლი” 2007 წელს გაიხსნა და 2011-ში ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც უმასპინძლა. მაშინ, გვარდიოლას „ბარსელონამ“ ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედი“ 3:1 დაამარცხა. ახალ „უემბლიზე“ 90 000 გულშემატკივარი ეტევა.
რაც შეეხება 2025-ს, ლიგის ფინალს მიუნხენის „ბაიერნის“ სტადიონი „ალიანც არენა“ დააგემოვნებს. ბოლო ლიგის ფინალს „რეკორდმაისტერის“ არენამ 2012 წელს უმასპინძლა, როცა ლონდონის „ჩელსიმ“ მიუნხენის „ბაიერნი“ შინაურ კედლებში დაამარცხა და პირველად დაეუფლა სანუკვარ ჯილდოს.
GIPHY App Key not set. Please check settings