ჩემპიონთა ლიგა – მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სპორტული ტურნირია.
საიტმა SportingPedia-მა დაითვალა უმსხვილესი სპორტული შეჯიბრებების გამომწერების ჯამური რაოდენობა სოცქსელებში და მათი პოპულარობა შეადარა.
ჩემპიონთა ლიგა, ნბა და ინგლისის პრემიერლიგა – ლიდერები გახდნენ 4 სოცქსელის – Facebook, Instagram, TikTok და X – მონაცემების დაჯამების შედეგად:
პლანეტის ყველაზე პოპულარული სპორტული ტურნირების სია:
ჩემპიონთა ლიგა (ფეხბურთი) – 263,8 მლნ გამომწერი
NBA (კალათბურთი) – 195,3 მლნ
პრემიერლიგა (ფეხბურთი) – 181,7 მლნ
მსოფლიო ჩემპიონატი (ფეხბურთი) – 133,9 მლნ
UFC (შერეული ორთაბრძოლები) – 105,4 მლნ
NFL (ამერიკული ფეხბურთი) – 93,1 მლნ
კრიკეტის საერთაშორისო საბჭო (კრიკეტი) – 89,5 მლნ
ფორმულა 1 (ავტოსპორტი) – 56 მლნ
MLB (ბეისბოლი) – 38,3 მლნ
NHL (ჰოკეი) – 20,6 მლნ
GIPHY App Key not set. Please check settings