in

ჟირონამ ვალენსიასაც მოუტრიალა, მამარდას ახლოდან გაუტანეს

„ვალენსია“ ლა ლიგის მე-15 ტურში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს და წლევანდლი ჩემპიონატის აღმოჩენა „ჟირონას“ ესტუმრა და ბოლოს 1:2 დაუთმო. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ბარსელონური კლუბი ლამის მუდმივად ქამბექებით იგებს. იმდენჯერ შემოატრილა წელს თამაში, რომ ამ მხრივ უდაო ჩემპიონია.

გიორგი მამარდაშვილი ძირითადში იყო და თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც მასპინძლები მიაწვდნენ. 55-ე წუთზე მარჯვენა დაბალი კუთხიდან მაგარი ბურთი გამოაძრო. იქვე, 56-ე წუთზე უგო დურომ ანგარიში გახსნა. მამარდამ ერთხელაც ახლოდან, მეკარის საჯარიმოდან თავური დარტყმა მოიგერია.

თუმცა ორი გოლი მაინც გაუტანეს და ორივე ახლო მანძილიდან, მისავე ასჯარიმო მოედნიდან. ორივეჯერ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა კოუტუმ და ორივე ბურთი საკუთარ ანგარიშზე სტუანიმ ჩაიწერა. ჯერ შორეულ კუთხეში ჩავარდა ბურთი და შეცვლაზე შესულმა ფორვარდმა ცარიელ კარში ნახევარი მეტრიდან შეაგდო (82-ე წთ). მეორე შემთხვევაში მეკარის საჯარიმოს გასწვრივ ჩაწოდებულზე მცველს (მოსკერას) დაასწრო და გოლი ალბათ ორივემ უფრო გაიტანა, ვიდრე მარტო სტუანიმ (88-ე წთ).

მამარდაშვილის შეფასებები ასეთია: sofascore- – 6.9; whoscored – 6.5; flashscore – 6.1.

ამ 3 ქულით „ჟირონა“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა (38 ქულა), სანამ „რეალი“ თავის მატჩს ითამაშებს საღამოს „გრანადასთან“.

„ვალენსიას“ კი 19 ქულა დარჩა, ზედიზედ 3 მოუგებელი მატჩიც მოუგროვდა და მე-10 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა მამარდას მადრიდში უწევს, „ვალენსიას“ მსგავსად 19-ქულიან „ხეტაფესთან“ 8 დეკემბერს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურნირია

ევროპაზე რონალდო გველოდება, თურქეთით დავიწყებთ: ოღონდ ჯერ ჰოპლა უნდა ვქნათ – ევრო 2024-ის წილისყრა