in

ჩემი გზა არ დამთავრებულა: რონალდოს ევრო 2024-ზე თამაში უნდა

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო აპირებს, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გარდა, ევროპის პირველობაზეც ითამაშოს 2024 წელს. იმ დროისთვის კრიშტიანო უკვე 39 წლის იქნება.

„იმედი მაქვხ პორტუგალიის ნაკრების წევრი ვიქნები კიდევ რამდენიმე წელიწადი. ჯერ კიდევ ვგრძნობ მოტივაციას და მაქვს ამბიცია. ჩემი გზა არ დასრულებულა. ბევრი მაგარი ახალგაზრდა გვყავს. ვიქნები მსოფლიო ჩემპიონატზე და მინდა მერე ევროპის პირველობაზეც ვითამაშო“, – მოჰყავს რონალდოს სიტყვები Sapo-ს.

რონალდოს უთამაშია 2004,2008, 2012, 2016 და 2020 წლების ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე 2006, 2010, 2014 და 2018 წლების უნდიალებზე.

შეგახსენებთ, ყატარის მუნდიალზე პორტუგალიის მეტოქეები ჯგუფში არიან ურუგვაი, განა და კორეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სრული ვარამი რუსეთში: ლეგენდები იმედგაცრუებულები არიან. რუსეთი ევრო 2024-დან დაიფრინეს!

რუბინის სპორტული დირექტორი: სლუცკის უხარია, რომ ხვიჩას განვითარებაში წვლილი შეიტანა