გერმანიის თასზე ნახევარფუნალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გიორგი ჩაკვეტაძის “ჰამბურგი”, რომელმაც 1/4 ფინალში “კარლსრუე” დაამარცხა პენალტების სერიაში, “ფრაიბურგს” დაუპირისპირდება. ჰამბურგელებს გაუმართლათ, რომ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.
“ფრაიბურგი” ამ ეტაპზე ბუნდესლიგაში მე-6 ადგილზე იმყოფება და ოთხეულისთვის იბრძვის.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში “ლაიპციგი” “უნიონს” შეხვდება.
ნახევარფინალები 19 და 20 აპრილს შედგება. ფინალური მატჩი კი, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე 21 მაისსაა დაგეგმილი.