in

ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა, უოტფორდმა აუტსაიდერს მოუგო

ჩემპიონშიფის 33-ე ტურში „უოტფორდი“ სტუმრად აუტსაიდერ „როტერჰემს“ შეხვდა და როგორც იქნა მოიგო – 1:0.

გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ძირითადს დაეჩვია (ბოლო 5 მატჩი სასტარტოში), ამჯერად სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა.
მისი თამაში ასე შეაფასეს: sofascore – 6.7, whoscored – 6.5-ით, flashscore – 6.4.

„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 44 ქულით მე-11 ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს. მომდევნო თამაში 24 თებერვალს „ჰადერსფილდსთან“ უწევს.

როტერჰემი – უოტფორდი 0:1
გოლი: ასპრილია (58)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა უსაქმოდ დატოვეს და მე-8 მშრალი მატჩი ითამაშა: ვალენსიას ფრე უსახურ მატჩში

ემპოლიმ გოგლიჩიძე წარადგინა: აქ აღმოვაჩინე ნამდვილი ოჯახი