in ,

ჩაკვეტაძე დაბრუნდა და 70 წუთი ითამაშა: ქეცბაიას ანორთოსისი კონფერენს ლიგას გამოეთიშა

გუშინ, ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირზე (კონფერენს ლიგა) ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ბელგიურმა “გენტმა” ესტანურ “ფლორას” უმასპინძლა და და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ბელგიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ჩაკვეტაძე საკმაოდ აქტიური იყო,. პირველ ტაიმში მას ერთი კარგი დრიბლინგი ჰქონდა და საგოლე შანსიც შექმნა, თუმცა მცირე მანძილით ააცილა კარს.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში “გენტის” მაისურით კონფერენს ლიგაზე სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

“ბუფალომ” ჯგუფური ეტაპის 13 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და 1/8 ფინალში გავიდა.

თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას “ანორთოსისმა” ბელგრადში “პარტიზანთან” ფრედ 1:1 ითამაშა და ევროტურნირებს დაემშვიდობა. ქართველთაგანან მხოლოდ ნიკა კაჭარავამ ითამაშა, რომელიც მოედანზე 68-ე წუთზე შვიდა.

დანიურმა “კოპენჰაგენმა” ბრატისლავას “სლოვანს” უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. დანიელების ძირითად ძირითად შემადგენლობაში და საერთოდაც გუნდის კაპიტანი იყო დავით ხოჭოლავა, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
“სლოვანის” ძირითად შემადგენლობაში იყო ჯაბა კანკავვა და მანაც სრული მატჩი ითამაშა. გურამ კაშიას კი, ტრავმის გამომ მონაწილეობა არ მიუღია. “კოპეჰაგენმა” ჯგუფში 15 ქულა დააგროვა და პირველი ადგილით 1/8 ფინალში გავიდა, ვლადიმირ ვაისის “სლოვანი” კი ჯგუფში ჩარჩა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვერ არის ეს კარგი ამბავი: ძალოსნობას ოლიმპიადიდან იღებენ

წლის საბოლოო რეიტინგი: ბექაური და შავდათუაშვილი წონის ლიდერები არიან