in

ჩაკვეს რაპიდი არ გამოვიდა

სლოვაკეთში ჩემპიონატი დასრულდა. ქართველების „სლოვანი“ ჩემპიონი გახდა და სამიდან ორი ჩვენიანის საკითხიც ცნობილია – ვეტერანები გურამ კაშია და ჯაბა კანკავა რჩებიან გუნდში. ბელგიური „გენტიდან“ განათხოვრებული გიორგი ჩაკვეტაძის ამბავი კი გასარკვევია. ცოტა ხნის წინანდელი ინფორმაციით, ქართველი შემტევი ვენაში ჩავიდა, სადაც „რაპიდის“ ვარიანტი გაჩნდა.

თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ეს ტრანსფერი არ გამოვა.

„რაპიდთან“ერთად ასევე ითქვა შოტლანდიური „აბერდინის“ ვარიანტი. თავის მხრივ არც „სლოვანია“ წინააღმდეგი დაიტოვოს ქართველი ფეხბურთელი. ამის ინიციატორი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია.
აქა-იქ სხვა გუნდების სახელებმაც გაიჟღერა. მოკლედ,იმედია ჩაკვეს მომავალი მალე გაირკვევა.

ჩაკვეტაძე კონტრაქტით კვლავ „გენტს“ ეკუთვნის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინისიუსს წითელი მოუხსნეს: როგორ დასაჯეს ვალენსია

კვარაცხელია ახალ მწვრთნელთან და ტაქტიკაში უფრო შედეგიანი უნდა იყოს…