გუშინ, ევროთასებზე ქართველი ლეგიონერებიც ვიხილეთ. ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ყველაზე გასახარია, რომ კონფერენს ლიგის მატჩში, “პარტიზანის” წინააღმდეგ “გენტის” ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მოედანზე 80 წუთი გაატარა. ჩაკვეტაძე 54-ჯერ შეეხო ბურთს, 5 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა. მისი ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი 93.5% იყო. ასევე ქართველმა შემტევმა 17-დან 13 ორთაბრძოლა მოიგო. “გენტმა” აღნიშნული შეხვედრა 1:0 მოიგო.
თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას “ანორთოსისი” ესტონურ “ფლორას” დაუპირისპირდა. კვიპროსელები 2:0 იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო და საგოლე პასი მიითვალა. იგი 59-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ლორია და ნიკა ნინუა სათადარიგოები იყვნენ.
ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას ბრატისლავას “სლოვანმა” გიბრალტარის “ლინკოლნი” 2:0 დაამარცხეს. ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს.
GIPHY App Key not set. Please check settings