ინგლისის ჩემპიონშიპის 27-ე ტურში „უოტფორდი“ სტუმრად ჩავიდა ერთ-ერთ აუტსაიდერ „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ და 2:1 მოუგო კიდეც. სასიხარულოა, რომ ამაში გიორგი ჩაკვეტაძის წვლილიცაა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.
გიორგი თამაშის გამწვავებას ცდილობდა, რამდენჯერმე მეტოქის კარის წინ თანაგუნდელებს პასები მისცა, მაგრამ მათ ვერ ისარგებლეს.
56-ე წუთზე გიორგიმ საკუთარი საჯარიმოდან წამოიღო ბურთი, მეტოქის საჯარიმოსთან პარტნიორს გაუთამაშა, დასარტყმელ პოზციაზეც აღმოჩნდა და საჯარიმოს ხაზიდან შორეულ დაბალ კუთხეში გაუშვა, მაგრამ ოდნავ ააცილა მიზანს.
ჩაკვეტაძის შეფასებებია ასეთია: Flashscore – 7.2; Whoscored – 6.8; Sofascore – 6.9.
მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა ჯეკ ლივერმორმა, ჯერ ლამაზი შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში, 4 წუთში კი ისევ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტმით მეორედ გაიტანა.
მასპინძლებმა სხვაობა 77-ე წუთზე შეამცირეს და მერეც არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ გაათანაბრეს.
„უოტფორდი“ 39 ქულით მე-8 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 20 იანვარს, „ბრისტოლთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings