in

ჩაგდებული პირველი სეტის შემდეგ, ბასილა შეუჩერებელი იყო: ნიკამ ტორონტოს მასტერსი გამარჯვებით დაიწყო

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს მასტერსზე იღებს მონაწილეობს და ტურნირი მძიმედ, მაგრამ გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირველი წრის შეხვედრაში ამერიკელი ჯენსონ ბრუკსი სამ სეტში 2:6; 6:0; 6:4 დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ სეტში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე სეტში ნიკა უბრალოდ შეუჩერებელი იყო. მეორე სეტში ბასილაშვილმა შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და 22 წუთში 6:0 მოიგო. მესამე სეტში კი, 4:4-ზე ქართველმა მეჩოგნემ ამერიკელი მეტოქე დააბრეიქა. შემდეგ კი, მატჩზე კარგად მოაწოდა და გამარჯვებაც მოიპოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რეიტინგის მე-18 ნომერი ავსტრალიელი ალექს დი მინაური იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აი ეს არის ხელფასი: ლუკა დონჩიჩმა სარეკორდო სუპერკონტრაქტი გააფორმა

სალომე ფაჟავა: ბედნიერი ვარ, რომ ამ რთული და წარმატებული გზის გავლა შევძელი