in

შუქურა იშლება: მუსელიანი გაგრაში ითამაშებს

საფეხბურთო კლუბი “გაგრა” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. გაგა კირკიტაძის გუნდი ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგად ცნობილ და გამოცდილ ცენტრალურ თავდამსხმელს იმატებს.

“გაგრას” ზურაბ მუსელიანი შეუერთდება 23 წლის თავდამსხმელი ბოლოს ქობულეთის “შუქურას” შემადგენლობაში ირჯებოდა. განვლილ სეზონში მან აჭარული გუნდის მაისურით 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლით გუნდს ქართული ფეხბურთის ელიტაში გადმოსვლაში დაეხმარა.

ზურაბ მუსელიანის საფეხბურთო კარიერა “ვიტ ჯორჯიაში” დაიწყო და ქობულეთელებს სწორედ “ვეტერინარებისგან” შეუერთდა.

გეტყვით იმასაც, რომ ქობულეთის “შუქურაში” სერიოზული ფინანსური კრიზისია და გუნდი დაშლის პირასაა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარკ ბარტრამ დაბადების დღე… ბათუმში გადაიხადა

All Star 2023-ის გამოკითხვა დასრულდა: გუნდების სრული შემადგენლობა ცნობილია