in

შუქს ვეღარ აგინთებთ: სერია ა-ს მატჩებზე პროჟექტორებს შეამცირებენ

სერია ა-ს პრეზიდენტმა ლორენცო კაზინიმ დაადასტურა ახალი ინიციატივა სტადიონებზე პროჟექტორების გამოყენების შემცირების შესახებ.

„ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ დადებითი მაგალითი უნდა მივცეთ ენერგოკრიზისის დროს. განათებას საფუძვლიანი მნიშვნელობა აქვს სტადიონებზე, მაგრამ სწორ ნაბიჯად მიგვაჩნია მაქსიმალურად შევამციროთ განათება მატჩამდე და მატჩის შემდეგ, რათა საგრძნობლად დავზოგოთ ენერგიის მოხმარება“, – მოყავს კაზინის სიტყვები Football Italia-ს.

ელექტროენერგიაზე ხარჯების შემცირება უკავშირდება ფასის ზრდას, ასევე ევროპაში ენერგეტიკულ კრიზისს.

ამიერიდან სერია ა-ს სტადიონებზე პროჟექტორები 4 საათი იმუშავებს. უფრო ადრეული მატჩებისთვის შუქს მატჩამდე 60 წუთით ადრე ჩართავენ და არა 90 წუთით ადრე, რადგან ეს აუცილებელია VAR-ის მოსამზადებლად.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოგვარდა: ზურიკო დავითაშვილი ბორდოს ფეხბურთელია

3 საათით ადრე და ახლო-მახლო: მსოფლიო ჩემპიონატზე ლუდი თან იქნება და თან არა