in

შოტლანდიაშიც მოგება გვინდა: გოლის ავტორები გახარებული არიან

საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ევრო 2024-ის შესარჩევში. ჩვენებმა ძალიან დაძაბულ შეხვედრაში ბოლოს მაინც აჯობეს კვიპროსს. გოლები გიორგი მიქაუტაძისა და შეცვლაზე შესული ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა. გიორგიმ პირველ ტაიმში მოედნის ცენტრთან ბურთი ჩაჭრა, პირისპირ გავიდა მეკარესთან და დაბალ კუთხეში შეუგორა. ზურიკომ კი, მატჩის ბოლოსკენ, ბურთი კარიდან ზურგით მიიღო, კორპუსით დაფარა, შემოტრიალდა და შორეულ დაბალ კუთხეში ბილიარდივით ჩასვა.

არ გვეკუთნოდა: საქართველომ კვიპროსი მაინც დაამარცხა

ზურიკო დავითაშვილი:
„ძალიან რთული თამაში გამოვიდა, ყველამ ვნახეთ, რომ კვიპროსი კარგი გუნდია. დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი გოლით ნაკრებს დავეხმარე და გავიმარჯვეთ. შოტლანდიასთან მატჩის წინ ეს მნიშვნელოვანი შედეგია ყველასთვის. იმედია შოტლანდიიდანაც გამარჯვებულები დავბრუნდებით სამშობლოში“.

გიორგი მიქაუტაძე:
„ძალიან გახარებული ვარ, ასე უნდა გავაგრძელო, თავდამსხმელი ვარ და გოლები უნდა გავიტანო. ჯამში ოთხი ქულა გვაქვს ორ თამაშში და ეს ძალიან კარგია. რთული თამაში იყო, ახლა კი შოტლანდიაში უნდა ჩავიდეთ და ჯგუფის ლიდერს ვეთამაშოთ. იქაც სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, ვინც დღეს ლარნაკაში ჩამოვიდა და ტრიბუნიდან გვამხნევებდა“.

ბევრი რამ კარგად არ გაგვიკეთებია, სალაპარაკოა: სანიოლმა ბიჭებს უნდა აუხსნას

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბევრი რამ კარგად არ გაგვიკეთებია, სალაპარაკოა: სანიოლმა ბიჭებს უნდა აუხსნას

არ ვიმსახურებდით წაგებას: თემურ ქეცბაიასთვის ასეთი გულშემატკივრობა მიუღებელია