დღეს და ხვალ ევროპაში ტურია, მერე კი სანაკრებო პაუზაა. საქართველოს ნაკრები ორ მატჩს ითამაშებს და ორივეს ძლიერ მეტოქესთან. ცუდი ისაა, რომ ჩვენს ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია (ესპანეთი და შოტლანდია უკვე გავიდნენ) და ამ შეხვედრებს ფორმალური ხასიათი და პრესტიჟის ელფერი აქვს.
ჯერ შოტლანდიას ვუმასპინძლებთ
მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა, საქართველოსა და ნორვეგიასთან გასამართი შეხვედრების შესახებ ისაუბრა. ის თბილისურ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
„კვირას დავიწყებთ მზადებას საქართველოსთან მატჩისთვის. დასრულდება ეროვნული ჩემპიონატების ტურები, თურქეთში წავალთ და თბილ ამინდში მშვიდად მოვემზადებით.
როდესაც შესარჩევი იწყებოდა, ვფიქრობდი, რომ ბოლო 2 მატჩი გადამწყვეტი იქნებოდა, თუმცა ჩემი ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ძალიან დამაჯერებლად და ნადრევად გადაჭრეს ამოცანა და მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური.
გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოსთან და ნორვეგიასთან შეხვედრები აღარ არის დიდი მნიშვნელობის, თუმცა რჩება ერთი მეტად მნიშვნელოვანი მომენტი: ბოლო სამი მატჩი წავაგეთ და ახლა გვინდა გულშემატკივრები გავახაროთ.
კარგი იქნება, თუ თბილისში მოვიგებთ და მერე ნორვეგიასთან გამარჯვებით დავხურავთ ციკლს. ეს არის შესაძლებლობა მადლობა ვუთხრათ გულშემატკივარს გამორჩეული მხარდაჭერისთვის“.
შოტლანდიის შემდეგ საქართელო სტუმრად ესპანეთს შეხვდება, ასევე ფორმალურ თამაშში. მატჩი ქალაქ ვალიადოლიდში 19 ნოემბერს გაიმართება..
ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ კვიპროსთან (16 ნოემბერი) და მერე საჩვენოდ 25 ფეხბურთელი შეარჩია, მათგან სამი დებიუტანტი: „სოსიედადის“ მეკარე, 28 წლის ალექს რემირო, „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი, 23 წლის როდრიგო რიკელმე და „ჟირონას“ 26 წლის ნახევარმცველი ალეიშ გარსია.
ესპანეთის ნაკრები:
მეკარეები: უნაი სიმონი (“ბილბაო”), დავიდ რაია (“არსენალი”, ინგლისი), ალექს რემირო (“სოსიედადი”)
მცველები: დანი კარვახალი (“რეალი”), ხესუს ნავასი (“სევილია”), ინიგო მარტინესი (“ბარსელონა”), დავიდ გარსია (“ოსასუნა”), პაუ ტორესი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), რუბენ ლე ნორმანი (“სოსიედადი”), ალექს გრიმალდო (“ლევერკუზენი”, გერმანია), ხოსე გაია (“ვალენსია”)
ნახევარმცველები: გავი (“ბარსელონა”), მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე – “სოსიედადი), როდრი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), როდრიგო რიკელმე (“ატლეტიკო”), ფაბიან რუისი (პსჟ, საფრანგეთი), ოიან სანსეტი (“ბილბაო”), ალეიშ გარსია (“ჟირონა”)
თავდამსხმელები: ლამინ იამალი, ფერან ტორესი (ორივე – “ბარსელონა”), ალვარო მორატა (“ატლეტიკო”), მიკელ ოიარსაბალი (“სოსიედადი”), ხოსელუ (“რეალი”), ნიკო უილიამსი (“ბილბაო”)
შეგახსენებთ, საქართველომ სტუმრად თავსხმა წვიმიან შოტლანდიასთან 0:2 წააგო, ესპანეთთან კი თბილისში, ასევე წვიმაში 1:7 განადგურდა.
GIPHY App Key not set. Please check settings