in

შოთა გადადგა: სწორ დროს მივდივარ

შოთა არველაძე თურქული „ქარაგიუმრუქის“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის. „გადავდექი“ – თქვა ქართველმა სპეციალისტმა, დაწერა კლუბის საიტმა და ამის მიზეზი “ტრაბზონსფორთან“ დიდი ანგარიშით (1:5) წაგება გახდა.

არველაძემ „ქარაგიუმრუქი“ სულ ცოტა ხნის წინ, 23 დეკემბერს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 14 მატჩის ჩატარება მოასწრო. აქედან 3 მოიგო (8 ფრე). თასის მეოთხედფინალში კი სტუმრად თვით „გალათასარაი“ დაამარცხა (2:0) და ნახევარფინალში გავიდა.

„თურქეთში მუშაობა ყოველთვის რთულია. ძალიან ცოტა დრო მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ „ტრაბზონთან“ რთული გასვლითი შეხვედრა იყო, კარგად მოვემზადეთ და თამაში თავდაჯერებულად დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერი ცუდად გამოგვივიდა. ეს შემადგენლობა ასე სუსტად არ უნდა თამაშობდეს.
მე გუნდისგან მეტს ველოდი. სამწუხაროდ, იმედები ვერ გავამართლეთ. ეს კლუბი მიყვარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ მის პრეზიდენტს, მაგრამ ამ წაგების შემდეგ პოსტს ვტოვებ. სიტუაციის შესაცვლელად გუნდში სხვა ატმოსფეროა საჭირო. დარჩენილ 9 მატჩში გუნდს მძიმე შეხვედრები ელის. ბოდიში, თუმცა მე ეს უნდა გამეკეთებინა“, – განაცხადა შოთა არველაძემ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ანდრონიკაშვილმა სასტარტოში ითამაშა და 6 ქულა მოაგროვა

ჩაკვე დაშავდა და თამაში ვერ გააგრძელა: ამასობაში მისი მწვრთნელი გაუშვეს