შოთა არველაძე ბრიტანეთში დაბრუნდა. ის ინგლისური “ჰალის” მწვრთნელი გახდა და სადებიუტო თამაში მოიგო კიდეც (“სუონსისთან” 2:0). მოგეხსენებათ, ქართველ გოლეადორს ბრიტანეთში უთამაშია. ის სახელგანთქმული “რეინჯერსის” ფორვარდი იყო და არაერთი დასამახსოვრებელი გოლიც გაუტანია.
არველაძე შოტლანდიაში 2001 წელს წავიდა “აიაქსიდან” და “რეინჯერსში 2001-2005 წლებში 44 გოლი გაიტანა 95 მატჩში.
შოთას მიღწევები გლაზგოში:
- შოტლანდიის ჩემპიონატი (2): 2003, 2005
- შოტლანდიის თასი (2): 2002, 2003
- შოტლანდიის ლიგის თასი (1): 2003
ახლა ერთხელაც სწორედ ჩვენიანის “რეინჯერსულ” გოლებს გადავავლოთ თვალი.
GIPHY App Key not set. Please check settings