რამდენიმე წუთისწინ, მუნდიალის პირველი ტურის საწყისი მატჩი შვეიცარიასა და კამერუნს შორის 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი ემბოლომ გაიტანა და ევროპელებმა ძალიან მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერეს. სათქმელია, რომ ბრილ ემბოლო კამერუნშია დაბადებული და გატანილი გოლი არ აღნიშნა.
მიუხედავად მარცხისა, კამერუნის ნაკრებმა ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა. პირიქით, პირველ ტაიმში არაერთი საგოლე მომენტიც იყო, მაგრამ ბრაიან მბიუმოსა და ჩუპო მოტინგის განიავებული მომენტები აფრიკელებს ძვირად დაუჯდათ.
წინ ურუგვაი-სამხრეთ კორეა, პორტუგალია-განა და ბრაზილია-სერბეთი გველის.
GIPHY App Key not set. Please check settings