საქართველოსთან მარცხის (2:0) შემდეგ, შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა განვილილი შეხვედრა შეაფასა.
„კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ. ზოგადად, ფეხბურთში დაუწერელი კანონია, რომ თუ ვერ გაიტან, საპასუხოდ გაგიტანენ და სამწუხაროდ, ამ წესმა იმოქმედა. ვულოცავ საქართველოს ამ გამარჯვებას, მათ ეს დაიმსახურეს.
ახლა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე არ ვფიქრობ და ვერც ვერავის გამოვარჩევ. უბრალოდ გეტყვით, რომ თქვენი გუნდი ტექნიკური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ისინი ძალიან სახიფათოები არიან. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ საგოლე ეპიზოდებში საქართველოს ძალიან გაუმართლა“, – განაცხადა იანე ანდერსონმა.
GIPHY App Key not set. Please check settings