in

შვედებმა ყველაზე უკეთ ისრიალეს

სამდღიანი ლოდინის შემდეგ ბაკურიანის ტრასებზე სკი-კროსშიც (Ski Cross) მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდნენ. ყველა ვარაუდობდა, რომ ქალებში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის ამჟამინდელი ლიდერი, 26 წლის სანდრა ნესლუნდი (შვედეთი) ბაკურიანშიც არ დათმობდა პოზიციებს და ასეც მოხდა – 14-თვიანი წაუგებელი სერია კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურით დაასრულა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების ბედი ფოტოფინიშმა გაარკვია – მეორე ადგილზე ავსტრიელი კატრინ ოფნერი, მესამეზე კი შვეიცარიელი ფენი სმიტი გავიდა.

ვაჟებში 22 წლის იტალიელი სიმონე დერომედისი მოულოდნელად მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გახდა. მეორე-მესამე ადგილებზე ფლორიან უილსმანი (გერმანია) და ერიკ მობაერგი (შვედეთი) გავიდნენ.

შეჯიბრებაში სამი ქართველიც (დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი) მონაწილეობდა, მაგრამ ისინი ოცდაათეულს მიღმა აღმოჩდნენ.

სკი-კროსის მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, ერთეულების გარდა, ბაკურიანში მედლები შერეულ ნაკრებებს შორისაც გათამაშდა. დიდ ფინალში სანდრა ნესლუნდმა და მისმა თანაგუნდელმა დევიდ მობაერგმა პირველებმა გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. მეორე ადგილი მარიელა ტომპსონმა და რისი ჰაიდენმა (კანადა) დაიკავეს, მესამე ადგილზე იტალიელთა ნაკრები (ჯოელ გალი და ფედერიკო ტომასონი) გავიდა.

ქალები

კვარცხლბეკი. 1. სანდრა ნესლუნდი (შვედეთი, 1.25.76), 2. კატრინ ოფნერი (ავსტრია, 1.27.43), 3. ფენი სმიტი (შვეიცარია, 1.27.28).

ვაჟები

კვარცხლბეკი. 1. სიმონე დერომედისი (იტალია, 1.20.47), 2. ფლორიან უილსმანი (გერმანია, 1.20.60), 3. ერიკ მობაერგი (შვედეთი, 1.21.34)… 32. დავით თედიაშვილი (საქართველო, 1.23.32), 37. ლაშა კურტანიძე (საქართველო, 1.27.72), 38. ბექა ბერძენიშვილი (საქართველო, 1.28.44).

შერეული გუნდები

კვარცხლბეკი. 1. შვედეთი (სანდრა ნესლუნდი, დევიდ მობაერგი), 2. კანადა (მარიელა ტომპსონი, რიის ჰაიდენი), 3. იტალია (ჯოელ გალი, ფედერიკო ტომასონი).

მოგულში მოასპარეზე ქალებში კვალიფიკაციიდანვე ლიდერობა ხელთ იგდო 24 წლის ფრანგმა პერინ ლაფონტმა, რომელმაც ყველაზე მეტი – 87.40 ქულა მოაგროვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ფრანგი სპორტსმენისთვის ეს მსოფლიოს პირველობების მეოთხე ოქროს მედალია.

მსგავსი შეჯიბრებების მესამე ჯილდო მოიპოვა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა ჯაელინ კაუფმა (აშშ) – 83.56 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. მართალია, მან ქალთა სუპერფინალში საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ შეჯიბრების შუა ნაწილში შესრულებულმა ნაკლებად რთულმა ტრიუკებმა საშუალება არ მისცა, ლაფონტისთვის გაესწრო. 80.19 ქულით მესამე ადგილი დაიკავა ავსტრიელმა ავიტალ ქეროლმა. ავტრიისთვის 2007 წლის შემდეგ ეს იყო პირველი მედალი მოგულში. 16 წლის წინათ მსოფლიოზე, ასევე, ბრინჯაო ხვდა მარგარიტა მარბლერს.

ვაჟთა ტურნირში, ლაფონტის მსგავსად, თავიდანვე დაწინაურდა კანადელი მაიკლ კინგსბერი, რომელმაც 89.92 ქულით კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატების მე-7 ოქროს მედალი დაიმსახურა. იმის გავითვალისწინებით, რომ FIS Freestyle Ski-ის ისტორიაში ვაჟთა შორის სამზე მეტი მედალი არავის მოუპოვებია, ამ დისციპლინაში კინგსბერის დომინირება უფრო თვალსაჩინო ხდება.

ბაკურიანში გამარჯვებულს 0.92 ქულით ჩამორჩა მეთ გრეჰემი (ავსტრალია), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლი მესამედ მოიპოვა. 88.52 ქულით მესამე იყო პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი ვალტერ უოლბერგი (შვედეთი).

ბაკურია

კვარცხლბეკი

ქალები. 1. პერინ ლაფონი (საფრანგეთი, 87.40), 2. ჯაელინ კაუფი (აშშ, 83.56), 3. ავიტალ ქეროლი (ავსტრია, 80.19).

ვაჟები. 1. მაიკლ კინგსბერი (კანადა, 89.92), 2. მეთ გრეჰემი (ავსტრალია, 88.90), 3. ვალტერ უოლბერგი (შვედეთი, 88.52).

25 თებერვალს ბაკურიანში მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში, რომელმაც შეჯიბრების ორგანიზაციას მაღალი შეფასება მისცა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უბედნიერესი დღე, ყველაზე ემოციური და იშვიათი მატჩი, მადლობა საქართველოს – კომენტარები

საქართველომ დაიწყო: დინამოებმა ერთნაირად მოიგეს, გაგრამ ყველაზე მეტი გაიტანა