in

შეცვლილი შემადგენლობით ფიჯისთან: შევეცდებით უფრო ლაღად ვითამაშოთ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის მსოფლიო თასის მესამე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

30 სექტემბერს საქართველო ბორდოში ფიჯის უძლიერეს ნაკრებს ერკინება, რომელმაც გასულ შეხვედრაში ავსტრალიას 22:15 სძლია. მატჩი საქართველოს დროით 19:45 საათზე დაიწყება.

პორტუგალიასთან ფრეს (18:18) შემდეგ, 23-კაციანი შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული როლი ტრავმებმა ითამაშეს. მიმდინარე მსოფლიო თასი დაასრულეს ბექა გორგაძემ და ლუკა ჯაფარიძემ. მათ ნაცვლად საფრანგეთში ოთარ გიორგაძეს და ირაკლი აფციაურს უხმეს. ფიჯისთან მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

მეექვსედ ნარიაშვილი
შარიქაძის არყოფნაში ბორჯღალოსნების კაპიტანი გამოცდილი მიხეილ ნარიაშვილი იქნება. მის ანგარიშზე 74 კეპია, აქედან 5 კაპიტნის რანგში. ნარიაშვილთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა ბექა გიგაშვილმა.

კვაჭის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა თენგიზ ზამთარაძე. თითო ცვლილებაა მეორე და მესამე ხაზში. კოტე მიქაუტაძეს ამჯერად ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება; თორნიკე ჯალაღონია ტრავმირებული გორგაძის ადგილს დაიკავებს, ფლანკერად კი მსოფლიო თასზე თავის სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს მიხეილ გაჩეჩილაძე. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ.

ოთხი ცვლილება ხაზში
წინა მატჩის შემდეგ ოთხი ცვლილებაა ხაზში. შეიცვალა ღერძი და თამაშს ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი იწყებს. ცენტრში შარიქაძის ადგილზე გიორგი კვესელაძე გადაინაცვლებს და მას დემე თაფლაძე შეუწყვილდება.

ფულბეკის პოზიციაზე ამჯერად მირიან მოდებაძე დადგება, დავით ნინიაშვილი ფრთაზე იქნება, ხოლო მეორე ფრთაზე კვლავ აკა ტაბუცაძეს ვიხილავთ.

დებიუტანტები მარქაფაში
ლუკა ჯაფარიძის ნაცვლად გამოძახებულ ირაკლი აფციაურს ეგრევე მოუწევს საქმეში ჩართვა. მას ბორჯღალოსნების კვართით დებიუტი ფიჯისთან ექნება. აქამდე ჩვენ მისი თამაში უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში გვიხილავს.

მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება მარქაფის კვაჭ ლუკა ნიორაძეს, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით სულ მეორე შეხვედრას ატარებს. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შეცვლაზეა ნიკა აბულაძე. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილს, ხოლო მესამეში ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ.

ხაზის მარქაფაშია და მსოფლიო თასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს თორნიკე კახოიძე. ღერძის მარქაფაში არიან გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე.

კომენტარები
ვასილ ლობჟანიძე: „ვიცით როგორი ძლიერი გუნდია ფიჯი და შესაბამისად ვემზადებით. გავითვალისწინეთ პორტუგალიასთან დაშვებული შეცდომები და კვირის განმავლობაში მათ გამოსწორებაზე ვმუშაობდით. შევეცდებით უფრო ლაღად ვითამაშოთ და ვაჩვენოთ ის რაგბი, რისი ჩვენებაც ავსტრალიასთან და პორტუგალიასთან ვერ შევძელით“.

დემე თაფლაძე: „ფიჯი ბოლო დროს გაძლიერდა და ტაქტიკურად და ტენიკურად ძალიან განვითარდა. მაგრამ ვვითარდებით ჩვენც და ვეცდებით მათ ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ვცდილობთ აღმოვფხვრათ ის შეცდომები, რომლებიც პირველ ორ თამაშში გვქონდა“.

2023 წლის მსოფლიო თასი. IV ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ბორდო „სტად დე ბორდო“
30 სექტემბერი. 19:45 საქ. დრო
საქართველო – ფიჯი
საქართველო
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი, კაპ.), 2. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო 1000 მატჩია არ აგებს: ეს მსოფლიო რეკორდია

კვარავაჯო უბრუნდება ფერწერას: ეს სურათი შეიძლება სკოლებში გამოფინო