in

რონალდო 1000 მატჩია არ აგებს: ეს მსოფლიო რეკორდია

კრიშტიანო რონალდომ წაუგებელი მატჩების მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის დათვლით, „ალ ნასრისა“ და „პერსეპოლისის“ მატჩის შემდეგ (2:0) 38 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე ათასი მატჩია, რომელშიც არ წაუგია – 776 მოგება და 224 ფრე.

ამის შემდეგ პორტუგალიელმა კიდევ ერთი თამაში მოიგო, „ალ აჰლთან“ 4:3.

ამ 1001 მატჩიდან „ალ ნასრზე“ მოდის 28 თამაში (სულ 33 მატჩი ჩაატარა), 284 – „მანჩესტერზე“ (346 მატჩი), 114 – „იუვენტუსზე“ (134 მატჩი), 386 – „რეალზე“ (438 მატჩი), 21 – „სპორტინგზე“ (31 მატჩი), 168 – პორტუგალიის ნაკრებზე (201 მატჩი).

სულ კარიერაში რონალდომ 1183 მატჩი მიიღო მონაწილეობა.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდინიო 2000-იანების საუკეთესო ფეხბურთელია

შეცვლილი შემადგენლობით ფიჯისთან: შევეცდებით უფრო ლაღად ვითამაშოთ