in

შეცდომები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, მოვემზადოთ და საქმე გამოვასწოროთ

საქართველოს ნაკრებმა სექტემბრის ორივე მატჩი წააგო ევროშესარჩევში. მოულოდნელი ამაში არაფერია, რადგან ორივე ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ აქ საქმე როგორ წაგებაშია. კოშმარული და ანტისარეკორდი 1:7 და მერე ასევე უიმედოდ წაგება ნორვეგიასთან, რომელსაც კარში სულ ბოლოს დავურტყით. ლამაზი გოლი გამოუვიდა შეცვლაზე შესულ ბუდუ ზივზივაძეს.
ამ შეხვედრაში შედგა ესპანური „ლევანტეს“ ქართველის გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი ნაკრებში. ამ ორმა ფეხბურთელმა თამაში შეაფსა.

ბუდუ ზივზივაძე:
„ნაკრებში თამაში ყოველთვის სასიხარულო და საამაყოა. გოლ ძალიან ლამაზი გამოვიდა, მაგრამ ცოტა დაგვიანებული იყო და არ გვეყო. ჩვენმა მწვრთნელმა სწორად აღნიშნა, რომ ესპანეთთან თამაში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი იყო.

ნორვეგიასთან კი იყო რაღაც პოზიტივები. თუმცა, ვფიქრობ, დაგვიანებული გახლდათ, რადგან პირველ ტაიმში უკვე 0:2-ს ვაგებდით. ბოლო ათი წუთი კარგად ვითამაშეთ. შანსი ბოლო შეტევაზე გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა.

რაც შეეხება შეკრებას, ვფიქრობ, რომ ის ჩავარდა. ნაკრების წევრებს ბევრი მოგვეთხოვება. კლუბში არ მაქვს ბევრი სათამაშო დრო და ამაზე უნდა ვიმუშაო, რათა შემდეგ ნაკრებში ძირითადიდან დავიწყო.

ჩემს თანაგუნდელებს მოვუწოდებ იმუშაონ საკუთარ თავზე, შეცდომები საკუთარ თავში ეძებონ და ხელი სხვისკენ არ გაიშვირონ. ვფიქრობ, უკეთ თამაში შეგვიძლია. ამიტომ უნდა მოვემზადოთ და ვიპოვოთ ძალა და შეცდომები, რომ საქმე გამოვასწოროთ“.

გიორგი ქოჩორაშვილი:
„ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა. ორივე ტაიმში შევეცადეთ, მწვრთნელის დავალებები შეგვესრულებინა, მაგრამ საბოლოოდ, კლასი თავისას შვრება, მეტოქეს მომენტები ჰქონდა და გამოიყენა.

ეს შეხვედრა დიდი გამოცდილება იყო როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის და მომდევნო მატჩებში შევეცდებით, უფრო მობილიზებულები ვიყოთ და უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

რაც შეეხება ჩემს დებიუტს, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მე კი ამ დღეზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ამიხდა“.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 15 ოქტომბერს, კვიპროსის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. კვიპროსთან მატჩამდე კი 12 სექტემბერს, ტაილანდთან ამხანაგურ შეხვედრაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული სული – ეს სიყვარულია ქვეყნისა, რომელისთვისაც მუდმივად იბრძვიან, არასოდეს ნებდებიან: ილიას ზუროსი საქართველოზე

ხვიჩათი მანჩესტერი დაინტერესდა