გორის „დილას“ დღეს რთული და მნიშვნელოვანი მატჩი აქვს, თუმცა იმედიანიც. კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ჩვენებს უკრაინული „ვორსკლას“ დამარცხება მართებთ. პირველი გასვლითი თამაში გორელებმა 1:2 წააგეს, მაგრამ მშვენიერი შანსი დაიტოვეს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.
მატჩის წინ „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, უკრაინელმა ანდრე დემჩენკომ პრესკონფერენმციაზე აი ეს თქვა:
„ვორსკლასთან პირველი მატჩის შემდეგ ბევრი რამ გავაანალიზეთ, ჩვენ დაწვრილებით გავიარეთ გასული მატჩების ყველა შეცდომა და შევეცდებით საპასუხო მატჩი ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. პირველმა მატჩმა მეტოქისგან ბევრი ისეთი ნიუანსი გვანახა, რასაც არ მოველოდით, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი. თუ გვინდა რომ მოედანზე ვდომინირებდეთ, აუცილებელია ბურთის კონტროლი მოვახერხოთ.
ჩვენი გულშემატკივარი ყოველთვის დიდ ძალას გვაძლევს და საკუთარ მოედანზე მათთან ერთად ამ ორ რაუნდიანი ბრძოლის მოგების ძალა შეგვწევს”.
ვიქტორ სკრიპნიკი (პოლტავის „ვორსკლას“ მთავარი მწვრთნელი):
„ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ალბათ ჩვენმა მეტოქემაც იცის რა უნდა გააკეთოს.
ჯერ არ გადაგვიწყვეტია, ვინ ითამაშებს. საამისოდ მჭირდება ბიჭების ანთებული თვალები დავინახო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც არ უნდა ჩაატარო პირველი თამაში, მეორე მატჩი უკვე სხვა დაპირისპირებაა.
ყველამ უნდა მოუმატოს და გაუძლოს. ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ გამოცდილი ბიჭები, არამედ ახალგაზრდები, რომლებსაც ამ ამოცანების შესასრულებლად სასურველი ენერგია აქვთ“.
„დილასა“ და „ვორსკლას“ მატჩი გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings