საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შეუჩერებელია.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში “აპოელი” აელ-ს დაუპირისპირდა და 3:2 გაიმარჯვა.
ქვილითაიამ 21-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 75-ე წუთზე კი, გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგის 14 მატჩში 7 ბურთი აქვს გატანილი. მან ორჯერ თავი სათასო შეხვედრაშიც გამოიჩინა. ბოლო 9 შეხვედრაში 28 წლის ქართველმა ფორვარდმა 7 გოლი მიითვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings