in

შერმადინი ტრავმირებულია: გიო შეიძლება ნაკრებს ვერ დაეხმაროს

ძალიან ცუდი ამბავი “ტენერიფესთვის” და საქართველოს ნაკრებისთვის. გიორგი შერმადინი ტრავმირებულია და მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს. 32 წლის ქართველმა ცენტრმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ბილბაოსთან” შეხვედრისას მიიღო. ინფორმაციას ესპანური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

“ბილბაოსთან” შეხვედრაში შერმადინმა პარკეტი 19 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით დატოვა. მატჩი “ტენერიფემ” 89:79 მოიგო.

შეგახსენებთ, ნოემბერში საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები უკრაინა და ესპანეთი იქნებიან. აღნიშნული გუნდების წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრები 26 და 29 ნოემბერს თბილისში ითამაშებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვითომც არაფერი: უეფამ სუპერლიგის საქმე დახურა

ბასილაშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა: მის წინ მილოშ რაონიჩია