in

შერმადინის 22 ქულა და მორიგი MVP-ის ტიტულის მოლოდინი

გიორგი შერმადინი ისევ შეუჩერებელია. ესანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ტენერიფეს ქართველი ცენტრი ტურის საუკეთესო მოთმაშე გახდა, რითაც ამ ტიტულების რაოდენობა (20) ისტორიულ და რეკორდულ ნიშნულამდე აიყვანა. შერმადინი მიღწეულში არ ჩერდება და დიდი შანსია, ის მორიგი, 26-ე ტურის MVP-იც გახდეს და თავისივე რეკორდი გააუმჯობესოს.

საქმე იმაშია, რომ ამ ტურის დღეს გამართულ მატჩში ქართველმა ცენტრმა ისეთი შედეგი დააფიქსირა, რომ ძნელად სავარაუდოა, რომ ის ტურის დარჩენილ ერთ მატჩში (ხუვენტუდი-ბარსელონა) ვინმემ გადაფაროს. შერმადინის შედეგია 38 – ეს გახლავთ ყველა სტატისტიკური მაჩვენებლის გამაერთიანებელი ოდენობა, ხოლო წინა ტურის MVP რომ გახდა, გიორგის ეს მაჩვენებელი 37 ჰქონდა. ცნობისთვის, ამ ტურის აქამდე ჩატარებულ 8 მატჩში სარგებლიანობის ინდექსი 30-მდეც კი არავის აუყვანია. ასე რომ, ტენერიფელთა ქართველი ლეგიონერი დიდი ალბათობით 26-ე ტურის MVP-იც გახდება და ეს იქნება მისთვის 21-ე ტიტული კარიერაში.

ახლა თავად მატჩზე გადავიდეთ, რომელიც უაღრესად პრინციპული იყო. ტენერიფე მასპინძლობდა უშუალო კონკურენტ გრან კანარიას, რომლის ძლევის შემთხვევაში მას მოგებ-წაგებებით უთანაბრდებოდა. ასეც მოხდა, უაღრესად დაძაბულ და დრამატულ მატჩში ტენერიფელებმა მინიმალური სხვაობით – 93:92 იმარჯვეს და ეს უპირველესად გიორგი შერმადინის დამსახურებაა, რომელმაც არასრულ 27 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და პირადსარეკორდო 5 დაფარება მიითვალა. ქართველ ცენტრს თამაშიდან არც ერთი ბურთი არ აუცილებია – 7-დან 7 ორქულიანი ჩაგდო. გიორგიმ 8 საჯარიმოდან 7 გამოიყენა და ამ დრამატულ მატჩში აბსოლუტური სტატისტიკური ლიდერი გახდა.

მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი მეორე პერიოდში მოხდა, როცა თამაში 42:36 ანგარიშზე მცირე ხნით შეწყდა. 42-ე ქულა ქართველმა ცენტრმა მიითვალა ტენერიფეს ბრაზილიელმა უკანახაზელის, მარსელინიო ჰუერტასის პასით – რომელიც ესპანური ლიგისთვის სარეკორდო – 2898-ე გამოდგა. მარსელიონიომ პაბლო ლასოს ესპანეთის ლიგის პასების რეკორდი – 2897 გადაფარა და ისტორიაში შევიდა.

ამ გამარჯვებით, როგორც ვთქვით, ტენერიფე გრან კანარიას გაუთანაბრდა და ასევე 16 მოგება და 10 მარცხი აქვთ ვალენსიას და მურსიას. ეს 4 გუნდი 4-7 ადგილებს იყოფენ. 27-ე ტურში, 30 მარტს, ტენერიფე სტუმრად ზუნდერ პალენსიას ეთამაშება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უძვირესი ფეხბურთელების ევროპის ნაკრები: ყველაზე მეტად ინგლისელები ფასობენ

ბურჯანაძის კარგი თამაში და კიდევ ერთი გამარჯვება