ინგლისში დაბრუნდა არა მარტო კრიშტიანოს გოლები, არამედ ბრიტანულ ტაბლოიდებთან ურთიერთობაც. ამასწინ The Sun ექსკლუზივი დაწერა, რომ პორტუგალიელმა საცხოვრებელი გამოიცვალა იმ მიზეზით, რომ ის და მისი ოჯახი დილით ცხვრების ბღავილმა გააღვიძა.
რონალდომ დილაობით ცხვრების ბღავილის გამო სახლი შეიცვალა
„მართალია სახლი ძალიან ლამაზია და მინდვრებსა და ტყის პირასაა, მაგრამ ახლო-მახლო ცხვრებია, რომლებიც ძალიან ხმაურობენ დილაობით. რონალდო – ნამდვილი პროფესიონალია, დიდ ყურადღებას აქცევს დასვენებას და ძალების აღდგენას, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ სხვაგან გადავა“, – უთხრა წყარომ The Sun-ს.
რონალდოს პრეს-სამსახურმა უკვე უარყო ეს ისტორია და მას სრულად შეთხზული უწოდა. „ჩვენ არ ვაკეთებთ არანაირ კომენტარს პირად საკითხებზე“, – დასძინა კრიშტიანოს წარმომადგენელმა.
ფეხბურთელის სექსუალური მეწყვილე, ჯორჯინა როდრიგესი, როგორც ჩანს, კმაყოფილია ინგლისური ცხოვრებით. ფოტოს აწ უკვე სახელგანთქმულ ცხვრებთან მან წარწერაც დაურთო: „როგორ მენატრებოდა ცხოვრება ბრიტანეთში“.
თუმცა პატრის ევრამ მოასწრო ყოფილი თანაგუნდელის დატროლვა. ფრანგმა ნავზე ცხვრებთან ერთად გადაღებულ ფოტოს მიაწერა: „არ ინერვიულო ძმაო, ჩემი ცხვრები შორს მიმყავს შენი სახლიდან“.
სინამდვილეში ეს ვიდეო ევრამ ტელეშოუში ამასწინანდელი გადაღების დროს გააკეთა. თუმცა ახლა აქტუალური გახდა მსგავსი მინაწერი და ამან გამომწერებიც გაახალისა, მათ შორის პატრიკ კლუივერტი, ჯეიმი რედნაპი და რობი კინი, რომლებმაც კომენტარები დატოვეს.
პატრის ევრას კი აქვს მსგავსი შაყირობის უფლება, ის და კრიშტიანო ხომ დიდი ხნის მეგობრები არიან.
GIPHY App Key not set. Please check settings