მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” მოგებულ (77:67) მატჩში 33 ქულა ჩააგდო, რაც ევროლიგაში მისი კარიერის რეკორდია. ევროლიგის ოფიციალურმა გვერდმა თორნიკე ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.
ცსკა-ს ოფიციალური გვერდი წერს, რომ შენგელიამ “ზენიტთან” მატჩის შემდეგ მხარი ასტკივდა. “ცრვენა ზვეზდასთან” გასამართი მატჩის გარდა, თორნიკე კიდევ რამდენიმე მატჩს გამოტოვებს.
”თოკო ცრვენა ზვეზდასთან არ იქნება. თორნიკემ ზენიტთან მატჩის შემდეგ მხრის ტრავმა მიიღო, რის გამოც ის რამდენიმე დაპირისპირებას გამოტოვებს. თორნიკე ამჟამად კლინიკაშია და ექიმები მას გამოკვლევებს უტარებენ”, – წერს ცსკა-ს ვებგვერდი.
ცსკა-ს სამ ტურში 2 მოგება მოუგროვდა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო ტურში კი კვლავ შინ სერბულ ცრვენა ზვეზდას ეთამაშება. ეს მატჩი 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
GIPHY App Key not set. Please check settings