თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგაზე მორიგი მატჩი გამართა და ბელგრადში „ცრვენა ზვეზდასთან“ დიდი სხვაობით წააგო – 52:88.
ქართველმა 25 წუთი ითამაშა და 13 ქულა მოაგროვა: 7-დან 5 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ასევე 3-3 მოხსნა-პასი ჰქონდა და თავის გუნდში საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა.
„ვირტუსს“ 31-დან მხოლოდ 7 მატჩი აქვთ მოგებული მე-17 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings