“გუშინ ორივე მხარის მხრიდან შეიძლებოდა ამ ინციდენტის თავიდან არიდება, თუმცა ადამიანები ვართ და პროვოკაციაზე ჩვენი რეაგირება იყო ბუნებრივი.
როცა მოედანზე იწყება კონფლიქტი, ის იქვე უნდა დასრულდეს და მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს არ უნდა უბიძგებდე გასახდელში დამატებით ჩხუბის გასაგრძელებლად, მით უმეტეს, ოჯახის წევრების, მეგობრების და ათასობით გულშემატკივრის წინაშე.
გარდა ამისა, როცა გასახდელისკენ მივდიოდით, არ წყდებოდა შეძახილები და სხვადასხვა ჟესტიკულაცია დამატებით ჩვენ გასაღიზიანებლად. თურქული მედიისმხრიდან მოხდა განსხვავებული სურათის წარმოჩენა, რამაც გამოიწვია აგრესიის გაღვივება თურქ გულშემატკივრებში და ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს შეურაცხმყოფელი და მუქარის ტექსტებით.”
GIPHY App Key not set. Please check settings