2024 წელი თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში მოპოვებული გამარჯვებითა და ამ მატჩის MVP-ის ტიტულით დაასრულა. ვირტუსმა ევროლიგის მე-18 ურში ბოლონიაში მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ქართველი ფორვარდის დიდი დახმარებით 85;83 გაიმარჯვა.
ბაიერნი პირველი ტაიმის შემდეგ 4 ქულით იგებდა (46:42), მესამე პერიოდი ფრედ დასრულდა (23:23), ხოლო ბოლო მეოთხედში ვირტუს ბოლონიამ მეტოქეს 6 ქულით აჯობა და ევროლიგაში მე-13 გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ ვირტუს ბოლონიამ საშინაო არენაზე ზედიზედ მეცხრე შეხვედრა მოიგო.
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 31:43 წუთი გაატარა. თორნიკემ 18 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მან 7-დან 4 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა და შეხვედრის MVP-ს ტიტულიც მოიპოვა.
ვირტუსმა ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-13 მატჩი მოიგო და 18-გუნდიან ცხრილში მე-2 ადგილზეა. მათი მეტოქე მე-19 ტურში ბერლინის ალბა იქნება, რომელთანაც ვირტუს ბოლონია სტუმრად ითამაშებს. შეხვედრა 5 იანვარს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings