in

შენგელია დაფრინავს:თოკოს 33 ქულა და რეკორდი ევროლიგაზე

მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ სანკტ-პეტერბურგის ზენიტთან მოგებულ (77:67) მატჩში 33 ქულა ჩააგდო, რაც ევროლიგაში მისი კარიერის რეკორდია.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 35:48 წუთში 16-დან 10 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

ქართველი ფორვარდის აქტივში 8 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრაც იყო. თოკომ ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 36-ს გაუტოლდა და მატჩის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელი გახდა. მეტიც, დიდი შანსია ქართველი მძიმე ფორვარდი ზედიზედ მეორედ ევროლიგის ტურის საუკეთესო კალათბურთელიც გახდეს (გასულ ტურში თურქულ ეფესს 23 ქულა ჩაუგდო და საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა).

ცნობისთვის, ზენიტის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი კონერ ფრენკამპი, თუმცა, მან მოედანზე მხოლოდ 08:56 წუთი გაატარა და 2 ქულა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ცსკა-ს სამ ტურში 2 მოგება მოუგროვდა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო ტურში კი კვლავ შინ სერბულ ცრვენა ზვეზდას ეთამაშება. ეს მატჩი 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთელთა შეფასებები:კვარაცხელია ყველაზე ცუდი იყო

კოსოვოს მწვრთნელი:საქართველომ ორი მომენტი შექმნა და ორივე გაიტანა