კალათბურთში ევროლიგის ახალი სეზონი დაიწყო და თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-მაც პირველი შეხვედრა ჩაატარა. არმიელები „არმანი მილანს“ დაუპირისპირდნენ და 10 ქულის სხვაობით 74:84 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 23 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
მატჩის MVP მილანელი შეივონ შილდსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი იყო.
„ცსკა“ ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრას 6 ოქტომბერს „ეფესის“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings