in ,

კიტეიშვილი დაიმტვრა და შესაძლოა ნაკრებს ვერ დაეხმაროს: ხოჭოლავამ მარტივად მოიგო

გუშინ, ევროპისა და კონფერენს ლიგის მატჩები გაიმართა და რამდენიმე შეხვედრაში ქართველმა ლეგიონერებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ქართველი ქომაგთათვის ზალიან სამწუხარო დასასრული ჰქონდა გრაცის “შტურმისა” და “პსვ ეინდჰოვენის” დაპირისპირებას.აღნიშნული მატჩი ავსტრიელებმა 1:4 წააგეს. ოთარკიტეიშვილი კი, მატჩის 81-ე წუთზე დაიმტვრა და მოედნის კოჭლობით დატოვება მოუწია. ავტრიულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მატჩის დასრულების შემდეგ, 25 წლის ქართველი ნახევარმცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ძალიან დიდი ალბათობით კიტეიშვილი ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისას საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ევროპა ლიგაზე ლაშა დვალის და გიორგი ხარაიშვილის “ფერენცვაროში” “ბეტისთან” 1:3 დამარცხდა. ქართველები განაცხადშიც არ ყოფილან.

კონფერენს ლიგაზე ბელგიურმა “გენტმა” თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი” 2:0 დაამარცხა. გიორგ ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო არ უთამაშია. თადარიგში დარჩნენ გიორგი ლორია დანიკა ნინია. ნიკა კაჭარავა კი, მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.

დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგემა” გიბრალტარის “ლინკოლნს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ხოჭოლვა მე-80 წუთზე შეცვალეს

გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას “სლოვანმა” სტუმრად ფრეს (1:1) გამოჰკრა ხელი ბერძნულ პაოკ-თან. ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძე ტერნერის კარგი შემცვლელი იქნება: ამერიკული მედია

შენგელიას 7 ქულა: ცსკამ ევროლიგა მილანთან მარცხით დაიწყო