in

შენგელიას 12 ქულა: ცსკა Vtb ლიგის ნახევარფინალშია

რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია შესული, საპლეიოფო დაპირისპირებების ნახევარფინალური ეტაპი დასრულებულია, შესაბამისად გამოვლინდა ორი ფინალისტი – ცსკა და “უნიქსი”.

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩში, საკუთარ არენაზე “ზენიტს” უმასპინძლა, სადაც გამარჯვება არმიელებს დარჩათ და ფინალის საგზურიც მოიპოვეს.

შეხვედრის პირველი მეოთხედის შემდეგ, შესაძლოა ითქვას, რომ ცსკა-მ მეტოქეს აღარანაირი შანსი არ მისცა და საბოლოოდ, ანგარიშით – 85:71 იმარჯვა.

ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე გატარებულ 28:35 წუთში 12 ქულას, 4 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩიხურა გაკოტრების პირასაა: კლუბმა 12 ფეხბურთელი გაუშვა

შტურმა კიტეიშვილს ახალი კონტრაქტი შესთავაზა