in

შენგელიას დიდებული ბოლო 5 წუთი: ვირტუსმა მოიგო და სხვაობა შეამცირა

იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მეხუთე მატჩი გაიმართა. ბოლონიის „ვირტუსმა“ „მილანს“ უმასპინძლა და 84:78 დაამარცხა.

სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა – მილანის „არმანი“ 3:2-ს იგებს. მე-6 შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, სერია 4 მოგებამდეა.

თორნიკე შენგელიამ 30 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა აიღო (6/4 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 7/4 საჯარიმო), ასევე მის ანგარიშზეა 2 მოხსნა, 5 პასი, 1 დაფარება.

თუმცა მთავარი აქ სხვა რამეა: ჩვენიანმა დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. თოკო ბოლო 5 წუთში გუნდს ულიდერა და გადამწყვეტი როლი ითამაშა.

3:29 წუთით ადრე 2-ქულიანით გუნდი წინ გაიყვანა – 76:75;

2:28 წუთით ადრე 3-ქულიანი ჩააგდო და „ვირტუსი“ 5-ქულით დააწინაურა (80:75);

1:29 წუთით ადრე მშვენიერი პასით ფარქვეშ მარტო დატოვა თანაგუნდელი – 82:77;

43 წამით მეტოაქეს თითქმის ასპროცენტიანი ორქულიანი არ ჩააგდებინა – ეფექტურად დაუფარა;

სირენას 24 წამი უკლდა, როცა შენგელიან მე-5 ფოლი მიიღო და მოედანი დატოვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გუშინ, დღეს, ხვალ: რა შეიცვალა 90-იანებიდან მოყოლებული და რა გვაკლია ევროპულ სტანდარტამდე – გიორგი ჭიაბრიშვილი გადაცემაში Sport4me-ში

გოლდენ სტეიტი ჩემპიონობას იბრუნებს – 4 ტიტული 8 წელიწაადში: კარი MVP-ია