საქართველოს ნაკრები ერთა ლიგისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ, ვილი სანიოლის გუნდმა თბილის ზღვის “ზესტაფონის” საფეხბურთო ბაზაზე ივარჯიშა. ვარჯიშში მონაწილეობა 26-მა ფეხბურთელმა მიიღო. მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც სანაკრებო მატჩებს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება. კვარაცხელიამ ეროვნული ლიგის ბოლო შეხვედრაში წყალტუბოს “სამგურალთან” დუბლი შეასრულა. ეროვნულ ლიგაში ხვიჩას ანგარიშზე 8 გოლი და 2 საგოლე პასია და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ჯოვინო ფლამარიონს ჩამორჩება.
ნაკრებს დღეს შეუერთდებიან საბა კვირკველია და ვაკო ყაზაიშვილი.
საქართველოს ნაკრების განრიგი მომავალ ერთა ლიგაზე
2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00
5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45
9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45
12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00
23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00
26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45
GIPHY App Key not set. Please check settings