საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი რთული და დაძაბული საშინაო ფრით დაიწყო ძალიან კარგ ნორვეგიასთან – 1:1.
ევროპა ქულით დავიწყეთ: ნორვეგიამ საქართველოს გზის სირთულე აჩვენა – 1:1
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა.
როგორ შეაფასეს ჩვენების თამაში
გიორგი მიქაუტაძე:
“მიხარია, რომ ამდენი გულშემატკივარი გავახარეთ. გატანა იოლი არ ყოფილა, მიხარია, რომ ეს მოვახერხე”.
გიორგი მამარდაშვილი:
“შედეგი დადებითია. მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ”.
ნიკა კვეკვესკირი:
“პირველ ტაიმში საკუთარი თამაში ვერ ვიპოვეთ, მეორე ნახევარში ყველაფერი ვცადეთ. ამ გუნდს შეუძლია უკეთესი გახდეს და საამისოდ ყველაფერი აქვს”.
გიორგი გოჩოლეიშვილი:
“დაძაბულ მომენტში შევედი. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავი. მეორე ტაიმში მართლაც კარგად ვითამაშეთ. შესაძლოა, მარცხენა ფლანგზე ნაკლებად კომფორტულად ვარ, თუმცა სადაც მთავარი მწვრთნელი დამავალებს, იქ უნდა ვითამაშო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს”.
გიორგი აბურჯანია:
“გაგვიჭირდა, ისე ვერ დავიწყეთ, როგორც მწვრთნელი გვთხოვდა. ყველაფერი მხოლოდ მეორე ტაიმში გამოვასწორეთ”.
ზურიკო დავითაშვილი:
“პირველ ტაიმში შეცდომები იყო, რაც მეორეში გამოვასწორეთ. კარგი იქნებოდა, გამარჯვება, შეიძლებოდა 3 ქულის აღებაც, თუმცა მაინც ნორმალური შედეგია. იმედია, მომდევნო მატჩებში გამოვასწორებთ”.
GIPHY App Key not set. Please check settings