ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მასთან ერთად, გადადგა მთელი სამწვრთნელო შტაბი – ამ ინფორმაციას კიევის “დინამოს” გვერდი ავრცელებს. იმავე ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ ახალ მწვრთნელს მომავალ კვირაში წარადგენენ.
შევჩენკოს წასვლა გასაკვირია – მისმა გუნდმა, საფრანგეთთან სასტარტო ფრის (1:1 სტუმრად) შემდეგ, ამავე ანგარიშით ორი საშინაო ფრე ითამაშა ფინეთთან და ყაზახეთთან.
უკრაინელები ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (სადაც გუნდი სწორედ შევჩენკომ გაიყვანა) ითამაშებენ და ამიტომაც ჩქარობენ ახალი მწვრთნელის დანიშვნას. თუმცა ახალ მწვრთნელს დიდი დრო არ ექნება გუნდის მოსამზადებლად, რადგან მომავალი სანაკრებო ფანჯარა ივნისის დასაწყისშია, ევროპის ჩემპიონატი კი 11 ივნისს იწყება. უკრაინის ნაკრები 13 ივნისს ნიდერლანდებს ხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings