in

შევიხედოთ ლეოს კარადაში: ახლა მესი მსოფლიოს ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია

ლეო მესი „მაიამიში“ ივლისის შუაწელს მივიდა და უკვე აიღო ტროფეი.
მისმა „ინტერმა“ ლიგის თასის (MLS-სა და მექსიკური კლუბების ტურნირი) ფინალში „ნეშვილი“ ხანგრძლივი პენალტების სერიაში დაამარცხა.

ეს ლეოს კარიერაში 44-ე ტიტულია. არგენტინელმა ერთ დროს თანაკლუბელ დანი ალვეშს გადაასწრო.

შევხედოთ მესის კარიერას მისი ტროფეების პრიზმიდან:

  • ლა ლიგა – 10
  • ესპანეთის სუპერთასი – 8
  • ესპანეთის თასი – 7
  • ჩემპიონთა ლიგა – 4
  • უეფას სუპერთასი – 3 (ერთი თბილისში მოიგო)
  • მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი – 3
  • საფრანგეთის ჩემპიონატი – 2
  • მსოფლიოს ჩემპიონატი – 1
  • ოლიმპიადა – 1
  • კოპა ამერიკა – 1
  • ფინალისიმა – 1
  • ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი – 1 (ლეოს პირველი ტროფეი)
  • საფრანგეთის სუპერთასი – 1
  • ჩრდილოამერიკული ლიგის თასი – 1

ლეომ კარიერის განმავლობაში 48 ფინალი ითამაშა და მასში 35 გოლი + 15 ასისტი მოაგროვა!
50 შედეგიანი მოქმედება 48 ფინალში – წარმოუდგენელი მიღწევაა. 40-ზე მეტი ქულა არავის არ აქვს. მესი ფინალში არასდროს იკარგება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეორე პირველს ჰგავდა: საქართველო იაპონელ მოსწავლეებს შეხვდება – ვიდეო

ტოპ 5 ტიტულებით დახუნძლული ფეხბურთელი: მესი, ალვეში… კიდევ ვინ?