პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა “შავმა ლომმა”, დიდი შანსია, ჩელენჯ თასზე იასპარეზოს. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, რაც ჩვენთან საუბარში რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ალავიძემაც დაადასტურა.
“შავი ლომი” 2021 წელს დაარსდა და ზედიზედ ორჯერ გახდა რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებული. ასევე, იასპარეზა სამხრეთ აფრიკის ქარის თასზე და სუდამერიკა რაგბის სუპერლიგის ტურნეზე. წლევანდელი სეზონიდან ჩაერთვება “შავი ლომი” აღნიშნულ გათამაშებაში, თუ მომდევნო სეზონიდან ამ ეტაპზე უცნობია.
“ჩელენჯ თასი” ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირია, ჩემპიონთა თასის შემდეგ, და მასში საფრანგეთის TOP 14-ის, ინგლისის პრემიერშიფის, united rugby premiership-(ირლანდიური უელსური და სამხრეთ აფრიკული გუნდები ასპარეზობენ)
შეგახსენებთ, წელს აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული ფრანგული “ტულონი” გახდა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მორაგბე ბექა გიგაშვილი იცავს. გიგაშვილმა ფინალური შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და იგი 52-ე წუთზე შეცვალეს.
GIPHY App Key not set. Please check settings